მმართველი გუნდის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, ზურაბიშვილი პირველივე ტურში იმარჯვებს

“ქართული ოცნების” დაკვეთით კომპანია”ფსიქოპროექტმა” ეგზიტპოლი ჩაატარა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების პირველივე ტურში იმარჯვებს.

ეგზიტპოლის შედეგები მედიას პარლამენტის თავმჯდომარემ გააცნო.

შედეგები ასეთია: სალომე ზურაბიშვილი – 52.3%, გრიგოლ ვაშაძე – 28.1 %, დავით ბაქრაძე – 9.2 %, ზურაბ ჯაფარიძე – 3.3%, შალვა ნათელაშვილი – 3.1%.

ეგზიტპოლი 100 უბანზე ჩატარდა და მის ფარგლებში 5124 ამომრჩეველი გამოიკითხა.

კვლევები დაუკვეთეს ოპოზიციურმა პარტიებმაც, როპლებიც აცხადებენ, რომ ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, შესაძლოა, არჩევნების მეორე ტური დაინიშნოს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი