მოკლული მოზარდის მამა: “თუ 10 ივნისამდე კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, ყველა ნახავს შედეგებს!”

ხორქავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძის განცხადებით, “აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, რომ 10 ივნისამდე გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები.

როგორც სარალიძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, “თუ 10 ივნისამდე არ იქნება კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული, ის აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე იქნება, რომ სისტემა უნდა დაინგრეს”.

“აქციები პარალელურად გაგრძელდება. საბოლოო სიტყვა მითხრა პრემიერმა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მე გადავდგები თუ არაო. ჩვენ წაყენებული გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები, მის გადადგომასთან დაკავშირებით. თუ 10 ივნისამდე კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, ყველა ნახავს შედეგებს! უნდა დააკავონ არა მარტო მკვლელი, არამედ საქმის გამყალბებლებიც, მათ შორის მირზა სუბელიანი. მინისტრი იყო, გამომძიებელი, ვინ გასცა ფარდულის დანგრევის ბრძანება და ა.შ. ყველა მოთხოვნა უცვლელი რჩება, სისტემა უნდა დაინგრეს! პრემიერმა მითხრა, ახლავე დავტოვებ თანამდებობას თუ გინდაო, მაგრამ ველოდები შედეგებს. მე ვითხოვ სისტემის ჩამოშლას. გახარიამ ვერაფერი მითხრა, რა უნდა ეთქვა?!“, – აღნიშნა სარალიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი