მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა

მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა. სოფო ხალვაში ჟურნალისტებს, ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ წარუდგინა.

ბათუმის მერს  აქამდე ერთი მოადგილე ჰყავდა და ერთი ვიცე-მერი. მეორე მოადგილის ადგილი რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკანტური იყო.

სოფო ხალვაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში “აჭარის ტელევიზიაში”  წამყვანად მუშაობდა. ის ტელეეთერიდან მას შემდეგ მოხსნეს, რაც მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი