თბილისში, თავისუფლების მოედანზე სამართალდამცველებმა მომღერალი თიკა ჯამბურია დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მომღერალს პოლიცია არასწორი პარკირების გამო ადმინისტრაციულად აჯარიმებდა, მან კი სამართალდამცველებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
შსს-ს ცნობუთ, მომღერალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და იწვევს დაჯარიმებას 250 ლარიდან 2000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.