გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის თინა ბოკუჩავას განცხადებით, “ქართული ოცნება” არჩევნებზე გაყალბებისთვის ემზადება.
მისი თქმით, ამ მიზნით მოქალაქეებს პირადობებს მოტყუებით ართმევენ.
“მოსახლეობას ეუბნებიან, რომ არიან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები, ან თანხას უხდიან და ართმევენ პირადობებს. ინიშნავენ პირად მონაცემებს, შემდგომ გაყალბების მიზნით”, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ზუგდიდში მერის არჩევნები 19 მაისს გაიმართება.