მორიგი ავარია ზუგდიდში – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე,  ჭითაწყარი-ზუგდიდის მონაკვეთთან ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოპედის მძღოლი გაჩერებულ ტრაილერს დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ კრიმინალისტები.

“newsportal.ge-ს” შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლითაა დაწყებული.

დაახლოებით ერთი საათის წინ, იგივე მაგისტრალზე მომხდარ ავარიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ემსხვერპლა.

იხილეთ ლინკი: http://newsportal.ge/zugdidis-gamgeblis-moadgile-avtoavarias-emsxverpla/ 

კომენტარები

დატოვე კომენტარი