ზუგდიდის გამგებლის მოადგილე ავტოავარიას ემსხვერპლა

ზუგდიდის გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი ავტოავარიას ემსხვერპლა. ამასთან, დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაისში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს ჟორჟოლიანის ავტომობილი და სამარშრუტო ტაქსი შეეჯახნენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ცნობისთვის, თამაზ ჟორჟოლიანი 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში “ქართული ოცნების” ქვოტით კენჭს იყრიდა სოფელ ცაიშის მაჟორიტარად, რომელშიც გაიმარჯვა.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი