მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა

მსახიობი გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

გურანდა გაბუნიამ 1960 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასში; 1961–1963წწ. მუშაობდა თბილისის სანიტარული კულტურის, 1967–1970წწ. შოთა რუსთაველის სახელობის, 1970–1975წწ. რუსთავის დრამატულ თეატრებში; 1975 წლიდან იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. კოტე მარჯანიშვილის და შოთა რუსთაველის სახელობის, ასევე რუსთავის დრამატულ თეატრებში გაბუნიას წლების მანხილზე არაერთი როლი აქვს შესრულებული, ასევე არაერთი დასამახსოვრბეელი კინოროლი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი