თბილისში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა. ახალგაზრდა კაცი ადგილზე დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

