მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცებულია

89 მომხრე, ორი წინააღმდეგი – პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.

მთავრობა შემდეგი შემადგენლობით ჩამოყალიბდა:

პრემიერ- მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი;

თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;

შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი;

ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;

საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;

იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი