მთავრობის რეკომენდაცია: “შეძლებისდაგვარად იმუშავეთ დისტანციურ რეჟიმში”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სახელმწიფო უწყებებსა და კერძო ორგანიზაციებს რეკომენდაციით მიმართავს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაძლებლობების ფარგლებში, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ.

როგორც გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მნიშვნელოვანია, ამ ნაბიჯმა მთავრობის ეფექტურ მუშაობას ხელი არ შეუშალოს.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 24 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები

დატოვე კომენტარი