მთავრობის წევრებმა ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკი დაათვალიერეს

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის წევრებმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკი დაათვალიერეს.

მთავრობის წევრები ზუგდიდის ტექნოპარკის ისეთ ინოვაციურ სერვისებსა და სივრცეებს გაეცნენ, როგორებიცაა ფაბლაბის სერვისები: მოდელირება, მატერიალიზაცია, ტრენინგები, კონსულტაციები, სასწავლო ტური, საერთო სამუშაო სივრცე ძლიერი კომპიუტერული ტექნიკით.

პარლამენტის თავმჯდომარე, წევრები და გუბერნატორი „სტარტაპების” პროგრამაში ჩართულ ახალგაზრდებს შეხვდნენ და ინოვაციური პროექტებზე ისაუბრეს.

ირაკლი კობახიძემ, ტექნოლოგიურ პარკში სტუმრობისას აღინიშნა, რომ ზუგდიდის ტექნოპარკი განსაკუთრებულ როლს ითამაშებს რეგიონში ახალი ბიზნესისა და ახალი კომპანიების დაარსებაში, არსებული ბიზნესის განვითარებაში, ინოვაციების კომერციალიზაციასა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში, ვინაიდან დამწყებ და პატარა კომპანიებს ისეთ რესურსებს სთავაზობს, რომლებიც მათთვის აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი იყო.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი