სამხრეთ ყაზახეთში მცხოვრები 70 წლის მუჰტაბარ ტოპაევა 35 წლის განმავლობაში წვერს იზრდიდა. ყაზახი ქალის ისტორიის შესახებ Sputnik Казахстан-ზე დაყრდნობით “imedinews.ge” წერს.
ყაზახი ქალი მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. ის ამბობს, რომ წვერი მათი ოჯახისთვის ჩვეულებრივი ამბავია და ის გენეტიკურად წინაპრებიდან ერგო.
„წვერმა ამოსვლა 34-35 წლის ასაკში დაიწყო. ამ დროისთვის უკვე გათხოვილი ვიყავი და მყავდა შვილები. ქმარი ჩემით ამაყობს და ამბობს, რომ ასეთი ცოლი არავის არ ჰყავს და უხარია, რომ განსაკუთრებული ვარ. წვერი ჰქონდათ დედას, ბებიას და დედის ხაზით ნათესავებს“, – ამბობს მუჰტაბარი.
ქალი ამბობს, რომ წვერს კარგად უვლის, რადგან ის ალაჰის საჩუქარია.