პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს 24 მარტს პარტიის ყრილობაზე აირჩევენ.
პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეთანხმდნენ, რომ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას უყრიან კენჭს.
პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილეს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობები, თუ რომელ ოლქში ეყოლება „ნაციონალურ მოძრაობას“ კანდიდატი და რომელ ოლქში დაუჭერენ მხარს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს.