ადვოკატის ინფორმაციით ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინისთვის გადაცემის პროცედურები დაიწყო

რუსეთში ჟურნალისტების მკვლელობის მუხლით 22 წლიანი პატიმრობამისჯილი უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინისთვის გადაცემის პროცედურები დაიწყო.

ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ სავჩენკოს ადვოკატმა მარკ ფეიგინმა განუცხადა.

„მივიღე სავჩენკოს განცხადება მისი თანხმობის შესახებ, სასჯელის უკრაინაში მოხდასთან დაკავშირებით. პროცედურების თანახმად, მისთვის შესავსებად უნდა გადაეცათ საბუთები, რომელიც ამ პროცესს დაიწყება. ვიმედოვნებ, ეს პროცედურა დაიწყო, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის სწრაფი პროცედურა და შეიძლება ერთიდან ორ თვემდე გაგრძელდეს“, – აღნიშნა ადვოკატმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი