თურქეთში თვითმკვლელმა ქალმა თავი აიფეთქა

თურქეთის ქალაქ ბურსაში თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა აფეთქება განახორციელა.

თურქული მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ქალაქის ცენტრში მდებარე სავაჭრო ობიექტები დაზიანდა. ტერაქტმა მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, ქალაქ ბურსაში მდებარე ისტორიულ მეჩეთ ულუ ჯამის რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად.

კომენტარები

დატოვე კომენტარი