ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიები ფართოვდება – თბილისისა და ქუთაისის სასამართლოებს, ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავისა და გორის სასამართლოები დაემატებიან. საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იხილავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილებები “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შედის.
ცვლილებები საქართველოს მთავრობის ინიციატივაა. მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის ინფორმაციით, სამოქმედო ტერიტორიების გაზრდა სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების შესაბამისად გადაწყვიტეს, სადაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რაიონულ ცენტრებში მოქმედებს.
ცვლილებები ნაფიც მსაჯულთა შერჩევის კრიტერიუმებსაც შეეხება, კერძოს მცირდება იმ შეზღუდვების ჩამონათვალი, რომელიც პიროვნების ნაფიც მსაჯულად შერჩევის აქამდე ზღუდავდა. კონკრეტულად, ჩამონათვალიდან ამოდის განსაზღვრული პროფესიების წარმომადგენლები, როგორებიცაა: გამომძიებელი, პოლიციელი, იურისტი, ფსიქოლოგი და ფსიქიატრი.