აბაშაში ალასანიას პარტიის წევრთა ნაწილი “ქართულ ოცნებას” შეუერთდა

აბაშაში, “თავისუფალი დემოკრატების” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, პარტიის წევრთა ნაწილმა პარტიის რიგები დატოვა და “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” შეუერთდა.

ამის შესახებ, უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, თამაზ შოთაძემ, “ქართული ოცნების” აბაშის რაიონული ორგანიზაციის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი ირაკლი ალასანიას პარტიის ხედვები და პოლიტიკური მიმართულება გახდა.

შოთაძის მტკიცებით, აბაშაში, “თავისუფალი დემოკრატების” რაიონული ორგანიზაცია დაიშალა, თუმცა მისივე თქმით, პარტია მხოლოდ ნაწილმა დატოვა, რომელთა რაოდენობას არ აკონკრეტებს.

“თავისუფალი დემოკრატების” აბაშის რაიონულ ორგანიზაციაში 80 ადამიანი იყო გაწევრიანებული.

კომენტარები

დატოვე კომენტარი