წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ნაგურუს უბანში ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი აშენდა. როგორც “newsportal.ge”-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის სამხარეო ადმინისტრაციაში განუცხადეს, აქამდე ნაგურუში ბაღი არ არსებობდა, რის გამოც ადგილობრივ პატარებს სკოლამდენილი განათლების მიღება, 5 კილომეტრის მოშორებით სოფელ საჩინოში მდებარე საბავშვო ბაღში უწევდათ. ნაგურუს საბავშვო ბაღი 40 ბავშვზეა გათვლილი, ამჟამად კი 25 სკოლამდელი აღსაზრდელი სწავლობს.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილობრივი ბიზნესმენის შოთა ჯანჯღავას მიერ, საბავშვო ბაღი აღიჭურვა საკლასო, საძინებელი ოთახების და სამზარეულოს ინვენტარით. კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზო.
ნაგურუს ახალი საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ფარცვანიამ, მის მოადგილესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა.
ადმინისტრაციის ცნობით, ბაღის მშნებლობისთვის 272 250 ლარი დაიხარჯა და ის წალენჯიხის მუნიციაპლიტეტის და ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიის თანადაფინანსებით აშენდა.
ნაგურუს საბავშვო ბაღი მესამეა, რომელიც 2016 წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში აშენდა. წელს უკვე გაიხსნა მუჟავას და ქალაქის #3 საბავშვო ბაღები.