სამეგრელო- ზემო სვანეთში ნატოს დღეების ფარგლებში, მინი ფეხბურთში „ნატოს თასის“ მფლობელი ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გუნდი გახდა. ფინალურ შეხვედრაზე ერთანეთს ხობის საკრებულოს და ჩხოროწყუს მერიის გუნდები შეხვდნენ.
ტურნირში სულ სამეგრელო- ზემო სვანეთის მერიებისა და საკრებულოების ცამეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ტურნირის გამარჯვებულები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმნისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ, „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენელთან ერთად სიგელებითა და მედლებით დააჯილდოვა.
ტურნირი „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით, სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.
ნატოს დღეები საქართველოში 16 აპრილს გაიხნა და 1 მაისიამდე გაგრძელდება. წელს, ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით არაერთი ღონისძიება იმართება.
ნატოს დღეების ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან, პედაგოგებთან, სტუდენტებთან.