21 და 23 აპრილს სამეგრელო-ზემო სვანეთში „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ

21 და 23 აპრილს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს:

21 აპრილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ხობი – 11:20-18:30 საათამდე 639 აბონენტს ქ.ხობში აღმაშენებლის, სტალინის, რუსთაველის, ნინოშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში გურიფული, პირველი გურიფული, მეორე გურიფულის ნაწილში.

23 აპრილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ზუგდიდი – 10:00-18:30 საათამდე 819 აბონენტს სოფლებში ჭაქვინჯი, ნარაზენი, რიყე, რუხი, ტყაია და მიმდებარე სოფლებში, ქ.ზუგდიდში წაღვერის ქუჩაზე 1 აბონენტს.

აბაშა –  11:00-14:00 საათამდე 116 აბონენტს ქ.აბაშაში გამსახურდიას, თოფურიას ქუჩებზე, სოფლებში კაპანა, ძველი აბაშა, განკარი ნორიო, კვათანა.

სენაკი – 11:00-17:00 საათამდე მონაკვეთში საათნახევრით 3776 აბონენტს ქ.სენაკში ასათიანის, სტალინის, იპოდრომის, რუსთაველის, კანკიას და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში შხეფი, ძველი სენაკი, ნოქალაქევი.

ჩხოროწყუ – 11:00-18:00 საათამდე 1272 აბონენტს სოფლებში ლეწურწუმე, კირცხი, ნაფიჩხოვო, ჭოღა და მიმდებარე სოფლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელი კურზუ.

ფოთი – 11:30-15:00 საათამდე მონაკვეთში  მონაცვლეობით 4308 აბონენტს 9 აპრილის ხეივანი, გორგასლის, ჭანტურიას, კოსტავას, ნიკოლაძის სანაპირო და მიმდებარე ქუჩებზე.

მარტვილი – 10:30-18:30 საათამდე მონაკვეთში 2328 აბონენტს სოფლებში კიწია, თამაკონი, ნალეფსაო, ნაგებერაო, ონოღია და მიმდებარე სოფლებში.

წალენჯიხა – 11:00-18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 675 აბონენტს სოფლებში მედანი, ლია, ფოცხო-ეწერის დასახლება. ჭალე, მუჟავა , ჯვარის ნაწილი, ქ.წალენჯიხაში ლევან II დადიანის ქუჩის ნაწილი.

მესტია – 10:00-14:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 65 აბონენტს სოფლებში ხაიში, იდლიანი, ბარჯაში, ხუდონი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი