ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე სერიოზულ პრობლემაზე საუბრობს

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ანგარიში საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე სერიოზულ პრობლემას აღნიშნავს.

დელეგაციის ხელმძღვანელმ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებით ამ პრობლემებს შორისაა “ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, სახელწიფო მოხელეთა მიერ კამპანიის ჩატარება და არაბალანსირებულ დაფინანსება”.

“წლების განმავლობაში თქვენთან ერთად აღვნიშნავდი იმ საფრთხეებს, რაც წლების განმავლობაში მომდინარეობდა საქართველოში დიალოგის და კომპრომისის კულტურის არარსებობის გამო. ჩვენი ანგარიში აღნიშნავს რამდენიმე სერიოზულ პრობლემას, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, სახელმწიფო მოხელეთა მიერ კამპანიის ჩატარებას და არა ბალანსირებულ დაფინანსებას, ე.წ. ტექნიკური კანდიდატების გამოყენებაც დემოკრატიის დამახინჯებაა. გარდა ამისა, ჩვენ ახალი პროცესი შევამჩნიეთ, მიმდინარეობდა ვერბალური, სიტყვიერი თავდასხმები არასამთავრობოების წინაღმდეგ. ეს ყველაფერი დიდ კონტრასტს წარმოადგენს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ”, – განაცხადა იუკნევიჩიენემ, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ “საერთო ჯამში საქართველო წარმოადგენს რეფორმების მაგალითს და ლიდერია ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით”.

კომენტარები

დატოვე კომენტარი