NDI: “წინასაარჩევნო გარემო მთლიანობაში საკმაოდ ნეგატიური იყო”

“ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში” (NDI) მიიჩნევენ, რომ “წინასაარჩევნო გარემო მთლიანობაში საკმაოდ ნეგატიური იყო”.

NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ ლორა თორნტონის განცხადებით, “ყველაფერი იყო ან თეთრი ან შავი”.

„ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების, სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობა, მაგრამ სამწუხაროდ ამ ორგანიზაციების მიმართ ძალიან ნეგატიური შეტევა იყო, რამაც თავის მხრივ გავლენა მოახდინა კამპანიაზე. გავლენა ასევე მოახდინა სავარაუდოდ კორუფციის შემთხვევებმაც. ზოგადად, ამ არჩევნებთან დაკავშირებით ყველაფერი იყო ან თეთრი ან შავი, ანუ ან ჩვენთან ხარ ან ჩვენს წინააღმდეგ. სხვათაშორის, ასევე ხდებოდა მედიისა და ამომრჩევლების ამ პათოსით გაჟღენთის მცდელობა. ეს არ არის მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი. რასაკვირველია, მოქალაქეები მოელიან უფრო მეტ დემოკრატიას და ჩვენ მოველით, რომ ეს მდგომარეობა გაუმჯობესდება,“ – აღნიშნა თორნტონმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი