„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გაღრმავდება – გავერთობით! – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გაღრმავდება.

„ყველა ვხედავთ, რა ვითარებაა „ნაციონალურ მოძრაობაში. ეს დაპირისპირება დღეს და გუშინ არ დაწყებულა, დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, თუმცა, მგონია, რომ აღნიშნული დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდება. ბოლო დღეების განმავლობაში აღიარებით ჩვენებებს ვისმენთ კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული დაპირისპირების პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება და კიდევ უფრო საინტერესო გახდება. მერწმუნეთ, გავერთობით!“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი