„New York Times”-მა ბათუმი 2019 წელს აუცილებლად სანახავ ქალაქებს შორის დაასახელა

„New York Times” 2019 წელს, აუცილებლად სანახავი ქალაქების სიას აქვეყნებს. გამომცემლობამ ბათუმი ისეთ საინტერესო ქალაქებს შორის დაასახელა, როგორებიცაა: ნიუ იორკი, ლოს ანჯელესი, ტუნისი, ჰონ კონგი, ლას ვეგასი, ლიონი და მარსელი.

სტატიაში ნათქვამია, რომ ბათუმი ზღვისპირა ქალაქია, სადაც შავი ზღვის სანაპიროზე მძლავრი მწვერვალები და მთაგორიანი ფერდობები, გთავაზობთ სხვადასხვა გამოცდილებას.

„ქალაქი სხვადასხვა ქვეყნის ტურისტებისთვის უკვე პოპილარული ადგილია და თავის გარდაუვალი აღმოჩენისთვის ემზადება დანარჩენი მსოფლიოსთვის“- აღნიშნულია სტატიაში.

სტატიაში ასევე საუბარია,  ბათუმში გახსნილ ახალ სასტუმროებზე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღზე და  მეაღვინეობის დარგზეც.

„New York Times”  2019 წელს, აუცილებლად სანახავ 52 ქალაქს სთავაზობს დამსვენებელს.

იხილეთ სტატიის ლინკი:

https://www.nytimes.com/interactive/2019/travel/places-to-visit.html?smid=tw-nytimes&smtyp=cur

კომენტარები

დატოვე კომენტარი