ნიკა მელიას ოფისის დაწვაში ბრალდებული პასუხს მიიღებს – ბექა დავითულიანი

“ქართული ოცნების“ წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, გლდანში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის ნიკა მელიას ოფისის დაწვაში ბრალდებულო პირი დაისჯება.

„გამოძიებული იქნება ბოლომდე და აუცილებლად, ვინც არ უნდა იყოს, ხაზგასმით ვამბობ ამას, ვინც არ უნდა იდგეს ამ ოფისის დაწვის საქმის უკან, აუცილებლად, უმკაცრეს პასუხს მიიღებს. ვინ დგას ამის უკან, ამას გამოძიება გაარკვევს“, – განაცხადა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, რომ გლდანის მესამე მიკრო რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანი-ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დარბიეს. გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი