ნონა გაფრინდაშვილს თბილისში ჭადრაკის სასახლის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის 75 წლის იუბილის აღსანიშნავად საღამო რუსთაველის თატრში გაიმართა.
გაფრინდაშვილს იუბილე და ვარსკვლავის გახსნა რუსთაველის თეატრის სცენიდან მიულოცა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ: „დიდი პატივია ჩემთვის, აქ ამ სცენაზე წარმოვადგენდე კუთხეს, რეგიონს, ქალაქს, სკოლასაც კი, არაჩვეულებრივ მეორე სკოლას, რომელიც განსაკუთრებით საყვარელია ქალბატონ ნონასთვის, რამეთუ, მისი მშობლიური კუთხე, ქალაქი, სკოლაა.“ აღნიშნა მან და დასძინა, რომ ზუგდიდი საჭადრაკო ტრადიციების ქალაქია:
,ანდრია დადიანი, საუკუნით ადრე გაიცნო ევროპამ, მისი საჭადრაკო პარტიები გამოიცა არაერთ ენაზე. სწორედ მისი სახელობის სკვერი გაიხსნა ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, სადაც მდებარეობს საჭადრაკო სკოლა, რომელსაც ხალხმა ნონას სკოლა შეარქვა”, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ და ჭადრაკის დიდოსტატს ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით სიმბოლური საჩუქრები გადასცა.