ოკუპაციის პირობებში დაძაბულობისა და პანიკის პროვოცირება მიუღებელია – ქეთევან ციხელაშვილი 

გვაქვს ძალიან მძიმე მოცემულობა ოკუპაციის, ამ პირობებში დამატებით პროვოცირება დაძაბულობისა და პანიკის აბსოლუტურად მიუღებელია, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

„მაქსიმალური პასუხისმგებლობისა და სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ ყველას. ცხადია, პირველ რიგში ეს ჩვენი ხელისუფლების მოვალეობაა, მაგრამ ასევე არც პოლიტიკოსები, არც აქტივისტები, არც მედია, ბუნებრივია, ამ ვალდებულებისგან გათავისუფლებული არ არის. საქმე ეხება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოებას, ხურავალეთის მოსახლეობას. როდესაც ჩვენ გვაქვს უკვე ძალიან მძიმე მოცემულობა ოკუპაციის, ეს ხომ არც არის ჩვეულებრივი და ნორმალური მოვლენა, რომლითაც გვინდა, ვიცხოვროთ და რომელსაც შევეგუებით, ამ პირობებში კიდევ დამატებით გარკვეული პროვოცირება დაძაბულობის, პანიკის აბსოლუტურად მიუღებლად მიმაჩნია და გუშინ, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ამასთან გვქონდა საქმე“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელედა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ, სუს-მა ფაქტი არ დაადასტურა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი