ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ თანამდებობა დატოვა.
“ბოლო პერიოდში აფხაზეთში რთული ვითარება იყო, მე ყველაფერი გავაკეთე ხალხის დაპირისპირების ასაცილებლად. ბოლო 5 წელიწადში ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ მაინც არსებობს გარკვეული პრობლემები. მხარს ვუჭერ იმ მოსაზრებას, რომ არჩევნები და პოლიტიკური პროცესები ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციასა და კანონმდებლობას უნდა შეესაბამებოდეს, განსხვავებული გზა აფხაზეთისთვის დამანგრეველი იქნება”, – განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.
ოკუპირებულ სოხუმში ე.წ. ოპოზიცია ხაჯიმბას გადადგომას ითხოვდა, რის გამოც მათ 9 იანვარს ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე შტურმიც კი მიიტანეს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ შეასრულებს დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას. განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 22 მარტს ჩატარდება.