ოკუპირებულ აფხაზეთში განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს გაიმართება

ოკუპირებულ აფხაზეთში განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს ჩატარდება. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა, თამაზ გოგიამ განაცხადა.

ე.წ. არჩვნებამდე “პრეზიდენტის” მოვალეობას რაულ ხაჯიმბა შეასრულებს, თუმცა ე.წ. ოპოზიცია თანამდებობიდან მის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვს.

10 იანვარს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. ამ მოთხოვნით ე.წ. ოპოზიციონერი კანდიდატი ალხას კვიცინია გამოდიოდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი