ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 166 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 24-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ექვს კოვიდცენტრში მკურნალობს 130 პაციენტი, მათ შორის, 16-ის მდგომარეობა მძიმეა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი. სულ კორონავირუსით ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაიცვალა 195 პაციენტი.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 618 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 11 865 პაციენტი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი