ოკუპირებულ აფხაზეთში ზუგდიდის მკვიდრი დააკავეს

13 მარტს, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, გალის რაიონში ზუგდიდის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცი გ.ზ. დააკავეს. ამის შესახებ ცნობას აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაცით, მამაკაცის მიმართ გალის ე.წ. პროკურატურაში “საზღვრის” უკანონო გადაკვეთის ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი