ზუგდიდში ქალაქის ტერიტრიაზე შიდა გზების შეკეთება იწყება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ქალაქის ტერიტორიაზე შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, რაც გზების ორმულ შეკეთებას გულისხმობს.

პირველ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები – ბარამიას, კონსტანტინე გამსახურდიას, თავისუფლების, მეუნარგიას, პუშკინის, ქუთაისის, მესხიას, თამარ მეფისა და ჯანაშიას ქუჩებზე განხორციელდება.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებისთის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარამდეა გამოყოფილი.

მერიისვე ცნობით, წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქის შიდა გზების სრული რეაბილიტაცია იგეგმება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი