ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 25-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას “სპუტნიკ აფხაზია“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, დაინფიცირებულები რუსეთის სამხედრო სასწავლებლის კურსანტები არიან, რომლებიც აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ პანსიონატ „აიტარში“ იზოლაციაში იმყოფებოდნენ.

ახალი შემთხვევების გამოვლენამდე აფხაზეთის მთავარმა სანიტარმა ლიუდმილა სკორიკმა განაცხადა, რომ „კოვიდ 19“ ე.წ. რესპუბლიკაში 21 ადამიანს ჰქონდა დადასტურებული.

კომენტარები

დატოვე კომენტარი