ოკუპირებული აფხაზეთი კორონავირუსთან დაკავშირებით ე.წ. საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე შეზღუდვებს აწესებს

4 თებერვლიდან ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საკონტროლო გამშვებ პუნქტ „ფსოუსა“ და „ენგურზე“ მიგრანტების შესვლაზე შეზღუდვას აწესებს.

„ეს გაკეთდა იმისთვის, რომ აფხაზეთის მოსახლეობა დავიცვათ კორონავირუსისგან. ჯანდაცვის სამინისტროს ამჟამად არ გააჩნია კორონავირუსის რეგისტრაციის შესაძლებლობა“, – განუცხადა “სპუტნიკს” ექიმმა.

სააგენტოს ინფორმაციით, აფხაზეთში შესვლაზე შეზღუდვა შეეხება პირებს, რომლებსაც ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეობა არ გააჩნიათ.

„მთავარი ექიმის“ განცხადებით, რეკომენდაციას გასცემენ, რომ შეზღუდვა ტურისტების შესვლაზეც დაწესდეს, რადგან არ გააჩნიათ ტესტ-სისტემა, რომელსაც კორონავირუსის დადგენა შეუძლია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი