ოკუპირებული ცხინვალი სამი დღით საქართველოსთან ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 22-დან 24 ნოემბრის ჩათვლით, ოკუპირებული ცხინვალი საქართველოსთან ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს.
23 ნოემბერს „რესპუბლიკაში“ სიმამაცისა და სახალხო ერთიანობის დღე აღინიშნება, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა კი სადღესასწაულო ღონისძიებების ჩატარების პერიოდში უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება.
ე.წ. საზღვრის მუშაობა 22 ნოემბერს დილით შეჩერდება და 24 ნოემბერს საღამოს აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი