დღეიდან საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ნოემბრიდან 24 ნოემბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. სააგენტოს განცხადებით, ამ პერიოდში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი (ზოგან ძლიერი), დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი და ზღვაზე 4 – 6 ბალიანი შტორმი.

“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება და მაღალმთიან ზონაში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს”, – აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი