ოლგა ჩურკანოვას ქვეყნიდან გასვლა ეკრძალება

“ნაციონალური მოძრაობის” მარტვილი-აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატის ზაალ გოროზიას მეუღლეს ოლგა ჩურკანოვას, სენაკის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად ქვეყნიდან გაუსვლელობა შეუფარდა. ჩურკანოვა და მისი ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, თუმცა მის გასაჩივრებას არ გეგმავენ.

“ეს არის პოლიტიკუირ ზეწოლა ჩემი მეუღლის ზაალ გოროზიას მიმართ, რადგან ის არის უპირობო გამარჯვების კანდიდატი, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ჩემი ჩამოშორება საარჩევნო პროცესიდან. სასამართლოზე ჩვენ სიმართლეს დავამტკიცებთ”,- განაცხადა ჩურკანოვამ.

მორიგი სასაამართლო პროცესი მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 9 სექტემბერს  N65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრ ოლგა ჩურკანოვას მუდმივმოქმედი წევრის უფლებამოსილება შეუწყდა. მიზეზი რამდენიმე კვირის წინ მომხდარი დაპირისპირება გახდა, რა დროსაც ჩურკანოვამ კომისიის დროებით წევრს “ქართული ოცნებიდან” ელგა ცანავას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი