ოპოზიციის ბრალდებებს “ქართული ოცნების” ზუგდიდის შტაბში უპასუხეს

„ნაციონალური მოძრაობა“ არის სრულ აგონიაში. მათ კარგად იციან, რომ აგებენ მეორე ტურს”, – ასე გამოეხმაურნენ ოპოზიციის ბრალდებებს, “ქართული ოცნების” ზუგდიიდს შტაბში.

როგორც შტაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის  უფროსმა პაატა ლაგვილავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი დავალებებით ზეწოლები, წლების განმავლობაში, თავად “ენმ”-ს ხელწერა იყო და შტაბი არანაირ დავალებებს არ გასცემს კომისიის წევრებზე.

„არანაირი ზეწოლა, არანაირი დავალებების გაცემა ჩვენი შტაბიდან არ ხორციელდება. მსგავსი ზეწოლები და მსგავსი დაშინებები ხდებოდა სწორედ, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში. „ნაციონალური მოძრაობა“ არის სრულ აგონიაში. მათ კარგად იციან, რომ აგებენ მეორე ტურს და მიმართავენ ყველანაირ პროვოკაციას. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი შტაბიდან მსგავსი დავალებები არ გაიცემა და ამომრჩეველს ვპირდებით, რომ არჩეევნები ჩაივლის მშვიდ, თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში“, – განაცხადა პაატა ლაგვილავამ.

ცნობისთვის, დღეს, გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელმა, ანი წითლიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ზუგდიდის 10 საარჩევნო უბანზე საოლქო კომისიის მიერ დანიშბულმა წევრებმა კომისია დატოვეს და მათზე “ქართული ოცნების” მხრიდან ზეწოლა განხორციელდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი