ოტობაიში დაკავებული ქალები გაათავისუფლეს

აფხაზეთში, ორსანტია-ოტობაიას ე.წ. საზღვართან დაკავებული სამი ქალბატონი გათავისუფლებულია. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

მათი დაკავება სამი კვირის წინ მოხდა, როდესაც ისინი აფხაზეთში გასვენებაში მიდიოდნენ. ამ დრომდე დაკავებულები სოხუმის ე.წ. იზოლატორში ჰყავდათ გადაყვანილი და მათ წინასწარი პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული, თუმცა გალის შეხვედრების და დე ფაქტო მთავრობასთან საერთაშორისო ორგანიზაციების კომუნიკაციის შემდეგ სამივე მათგანი გაათავისუფლეს. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი