GEM FEST გინესის რეკორდსმენი გახდება

ზაფხულში ანაკლიაში ,,GEM FEST 2017“ ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში ფესტივალი 8 სცენაზე 500-ზე მეტ არტისტს და 10 ათასობით მსმენელს უმასპინძლებს.

ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, ეს მსოფლიო რეკორდია , რასაც GUINESS -ის რეკორდების წიგნის კომისია დააფიქსირებს და GEM FEST მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი და მრავალშემსრულებლიანი მუსიკალური ფესტივალი გახდება.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ელექტრონული სცენის შემსრულებელთა უმრავლესობა, მათ შორისაა: ნომერ პირველი DJ MARTIN GARRIX, AXWELL INGROSSO, STEVE AOKI, PAUL KALKBRENNER, SOLOMUN, DUBFIRE, BORIS BREJCHA, WORAKLS, SUNNERY JAMES & RYAN MARCIANO, ROBAG WRUHME, RHADOO , RARESH, PETRE INSPIRESCU, ROGER SANCHEZ, DENNIS FERRER, SANDER VAN DOORN, ALY & FYLA, FERRY CORSTEN და სხვა.

პროექტს კომპლექსური დატვირთვა ექნება ტურიზმის ზრდის და ეკონომიკური წინსვლის თვალსაზრისით. დასაქმდება 2000-ზე მეტი ადამიანი. ფესტივალისთვის მიმდინარეობს აქტიური სამზადისი. მკვეთრად მოიმატებს პროდუქტების რეალიზაცია სავაჭრო ობიექტებში. ჩამოსული ტურისტები მოინახულებენ საქართველოს სხვა ღირშესანიშნაოებსაც.

„GEM FEST-ს” პირველად 2015 წელს ჩატარდა და წელს ის მესამედ გაიმართება. შარსან ფესტივალს 35 ათასამდე ვიზიტორი ყავდა.

ფესტივალი,,Check in Georgia-ს” ფარგლებში იმართება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი