“ოცნების” დეპუტატის აზრით, განსხვავებული აზრის მქონე საჯარო მოხელემ ხელისუფლებისგან ხელფასი არ უნდა აიღოს

“ერთ-ერთ თანამშრომელზე მაქვს ინფორმაცია, რომელიც ამბობდა, რომ რუსი ჰყავს ხელისუფალი და ამ ხელისუფლებისგან ხელფასს იღებდა ისე, რომ თან სამსახურში არ დადიოდა. ყველა, ვინც თავისუფლდება, იმას აქვს შესაბამისი ახსნა-განმარტება, რატომ მოხდა მისი გათავისუფლება. თუ ვინმეს აქვს, ზოგადად ვიძახი, იმის განცდა, რომ რუსი არის ხელისუფალი, ამ რუსი ხელისუფალისგან არც ხელფასი არ უნდა აიღოს“, – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ პარლამენტის დეპუტატი მარიამ ლაშხი „ფორმულას“ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრიდან თანამშრომლების რეორგანიზაციის მიზეზით გათავისუფლებას ეხება.

წყარო: gurianews

კომენტარები

დატოვე კომენტარი