პაატა ბურჭულაძე: “საქართველოში ორი პრობლემაა: სასამართლო და პროკურატურა, მათ სახელად ჰქვია ბიძინა ივანიშვილი”

ფონდ “იავნანას” დამფუძნებელი, ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე მიიჩნევს, რომ “საქართველოში დღეს ორი პრობლემაა: სასამართლო და პროკურატურა და მათ სახელად ბიძინა ივანიშვილი ჰქვია”.

ამის შესახებ ფონდ „იავნანას” დამფუძნებელმა დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„დღეს არის ორი პრობლემა საქართველოში: სასამართლო და პროკურატურა, მათ სახელად ჰქვია ბიძინა ივანიშვილი, მეტი პრობლემა საქართველოში არ არსებობს. ეს პრობლემა თუ გადავწყვიტეთ, გაიმარჯვებს ჭეშმარიტება. არ ვაპირებთ ფონდის გაჩერებას, იმიტომ, რომ დამარცხება ნიშნავს სიკეთის მოსპობას საქართველოში. ფონდი „იავნანა“ იქნება ის, რომელიც შეებრძოლება ამ ბოროტებას”,- აღნიშნა ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, ფონდ „იავნანასთან“ დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება დიდი ოდენობით თანხების მითვისება-გაფლანგვის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი