“ანაკლია სითიმ’” სხვადასხვა მიმართულებით ტენდერები გამოაცხადა

„ანაკლია სითი“ პროექტის განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. კომპანია ანაკლიაში სპეციალური ეკონომიკური ზონის (სეზ) განვითარებისთვის, დეტალური სამუშოების მიმართულებით, ტენდერებს აცხადებს, კერძოდ, ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის განაშენიანების რეგულირების გეგმისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის შემუშავებაზე.

როგორც “Newsportal.ge”-ს “ანაკლიის განვიტარების კონსორციუმიდან” აცნობეს, „ანაკლია სითის“ მიერ გამოცხადებული მიმდინარე ტენდერები მოიცავს:

1. არქიტექტურული და საინჟინრო მომსახურება (ურბანული განვითარებისა და რეგულირების გეგმის და მშენებლობის ნებართვა).

2. ზღვიდან ამოღებული მასალის განთავსების ადგილის და ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის ტერიტორიის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადება.

ტენდერები ღიაა და მათთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია პლატფორმაზე www.etenders.ge

ტენდერში მონაწილეობის მსურველები აღნიშნულ პლატფორმაზე უნდა დარეგისტრირდნენ.

“საქართველოს მთავრობასთან 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების საფუძველზე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ანაკლიაში ახორციელებს შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტს. ანაკლიის პორტის მიმდებარედ, იგეგმება სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარება, რომელიც შეასრულებს მნიშვნელოვან როლს ანაკლიის, როგორც რეგიონული ეკონომიკური კვანძის განვითარებაში.

ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე, რომლის სამშენებლო ეტაპი 2017 წელს დაიწყო, ამჯერად მასშტაბური საზღვაო სამუშაოები მიმდინარეობს. პორტის ამოქმედება და პირველი გემის მიღება 2020 წელს იგეგმება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორი ამერიკული კომპანია შშA Mარინე-ი იქნება.

ამავდროულად, ქალაქ ანაკლიისა და ეკონომიკური ზონის განვითარების ფარგლებში, „ანაკლია სითი“ განაგრძობს ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების შემოკრებას და საერთაშორისო მასშტაბით როგორც ანაკლიის პროექტის, ასევე საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების წარმოჩენას”, – ნათქვამია კონსორციუმის პრესრელიზში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი