პანკისის ხეობაში დაპირისპირება მოხდა

პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტები.

აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებთან შეტაკების დროს სამშენებლო ტექნიკას და პოლიციის მანქანას ცეცხლი წაუკიდეს.

სოფელ ბირკიანის მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი