პარიზის მერი ან იდალოგო 3 000 უსახლკაროს დასახმარებლად ახალი ინიციატივით გამოდის. ფრანგულ გაზეთ “Journal du Dimanche”-თან ინტერვიუში მერი აცხადებს, რომ ის აპირებს წლის ბოლომდე უსახლკაროთათვის 1 500 ადგილი გამოყოს, მათ შორის მერიის შენობაში და თავისუფალ მუნიციპალურ ნაგებობებში. იდალოგო იმედოვნებს, რომ სახელმწიფო მეორე ნახევარზეც იზრუნებს.
“მე მოვუწოდებ იმ კომპანიებს, რომლებსაც აქვთ აუთვისებელი შენობა, გახადონ ის ხელმისაწვდომი უსახლკაროთათვის ზამთარში”, – განუცხადა მერმა გაზეთს. ის ასევე მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, ჩაერთონ ამ ინიციატივაში.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის თებერვალში პარიზმა უსახლკაროთა პირველი აღწერა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, პარიზის ქუჩებში დაახლოებით, 3 000 ადამიანი იძინებს.