თურქეთში ავტოავარიას 19 მიგრანტი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები

თურქეთის ქალაქ იზმირში ავტოავარიას 19 ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა.

თურქული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “Anadolu”-ს ცნობით, სატვირთო მანქანა, რომელსაც მიგრანტები არალეგალურად უნდა გადაეყვანა იზმირიდან საბერძნეთის კუნძულ სამოსზე, გზიდან არხში გადავარდა.

უცნობია, რა ეროვნების იყვნენ მიგრანტები.

“Newsportal.ge” საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ “ამ ეტაპზე თურქეთში საქართველოს საკონსულოში ავარიის შედეგად საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების ან დაშავების შესახებ ინფორმაცია შესული არაა”..

კომენტარები

დატოვე კომენტარი