პარიზში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკების შედეგად 8 პოლიციელი დაშავდა.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
საფრანგეთის დედაქალაქში შრომის შესახებ კანონმდებლობას აპროტესტებენ.
300-მდე ნიღბიანმა პოლიციას ბოთლები და ქვები დაუშინა. სამართალდამცველებმა საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ერთ-ერთი პოლიციელი მძიმედ დაშავდა.
პოლიციიის ინფორმაციით, პარიზში საპროტესტო აქციას 14-დან 15 ათასამდე ადამიანი მართავს. საპროტესტო აქციები მარსელშიც იმართება, სადაც 57 დემონსტრანტი დააკავეს.