პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

პარლამენტში, “გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის განხილვის დროს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა, უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მან მდინარაძეს ხელი დაარტყა.

დაპირისპირება მოულოდნელად დაიწყო, ელისაშვილი მდინარაძეს მაშინ დაესხა თავს, როდესაც ის ტრიბუნასთან იდგა. უმრავლესობის ლიდერი დღეს, განხილვისას კანონპროექტის მთავარი წარმდგენი იყო. 

დაპირისპირების შემდეგ, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის შენობა დატოვა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი