საქართველოს პროკურატურამ პენიტენციურიდაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე სამ მსჯავრდებულსბრალდება წარუდგინა.
„იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N6 დაწესებულების ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საკანში მოთავსებულმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულმა ბ.ჭ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საკანთან შემოწმების მიზნით მისულ დაწესებულების დირექტორის მოადგილეს. ასევე, 4 ოქტომბერს N6 პენიტენციურიდაწესებულებაში სასეირნო სივრციდან დაბრუნებისას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული ჯ.ჯ. და მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული ვ.თ. თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს.
მსჯავრდებულ ბ.ჭ.-ს, რომელმაც წარსულშიც იძალადა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელზე, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულის მიერ პენიტენციურიდაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა არაერთგზის) წარედგინა, ხოლო მსჯავრდებულებს – ჯ.ჯ.-ს და ვ.თ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრებული პირის მიერ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

